„უკვე მოვიწყინეთ თქვენს გარეშე!“ - თბილისის N124 საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს დაემშვიდობა
25-05-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი გაისმა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის N124 საჯარო სკოლაშიც.

„დალოცვილი, ბედნიერი და წარმატებული გზით გევლოთ, მე-12 კლასელებო, უკვე მოვიწყინეთ თქვენს გარეშე!“ - ასე დაემშვიდობა სასკოლო საზოგადოება კურსდამთავრებულებს. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203