ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის უფროსმა მასწავლებლებმა ღია გაკვეთილები ჩაატარეს
25-05-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

როგორც აღვნიშნეთ, გიმნაზიის პედაგოგები მუდმივად წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა -კურთხევით ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში უფროსმა მასწავლებლებმა ღია გაკვეთილები ჩაატარეს:

VII კლასის პედაგოგმა მარინა მუმლაძემ, VIII კლასის პედაგოგმა ნინო ხარაძემ, IV კლასის პედაგოგმა ანა ჭანჯკვეტაძემ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და შემეცნებითი გახადეს, ღია გაკვეთილებს კი ესწრებოდა გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203