„გისურვებთ საუკეთესო წელთა სიმრავლეს, წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში“- სორმონის სკოლის პედაგოგ თამილა კილაძეს კოლეგები დაბადების დღეს ულოცავენ
25-05-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მათემატიკის მასწავლებელ თამილა კილაძეს დაბადების დღეს ულოცავენ. პედაგოგები საუკეთესო სურვილებით მიმართავენ იუბილარს.

„დღეს ლამაზი დღეა, ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, უფროსი კოლეგის, თბილი და უღალატო მეგობრის-თამილა კილაძის დაბადების დღეა.

სულითა და გულით გილოცავთ, ჩვენო საყვარელო, დაბადების დღეს, ღმერთმა არ მოგაკლოთ ჯანმრთელობა, მხნეობა, საყვარელი ადამიანებისგან იმედი და უანგარო სიყვარული.

გისურვებთ საუკეთესო წელთა სიმრავლეს, წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

ძალიან გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით!“-წერია სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203