ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მეორეკლასელი ანასტასია მერმანიშვილი და მესამეკლასელი ილია მოდებაძე izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 20 მაისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.