
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა მე-12 კლასის მოსწავლეები ბოლო ზარის ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება სიმღერებით, ლექსებით და სახალისო აქტივობებით მიულოცეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი და დამრიგებელი. მათ ცხოვრების ახალი გზა დაულოცეს მე-12 კლასელებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები.
იხილეთ ფოტოები: