„გზა მშვიდობისა მე-12 კლასელებო​“- საციხურის საჯარო სკოლის დირექციის ემოციური მიმართვა 2021 წლის კურსდამთავრებულებს
25-05-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს ემშვიდობება. 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები არიან: ბექა მარკოიძე, მირანდა შავაძე და მარიკა მუშარბაძე.

„გზა მშვიდობისა მე-12 კლასელებო. უცებ გავიდა 12 წელი და აი, უკვე ემშვიდობებით სკოლას. სკოლა თქვენი მეორე სახლი იყო.
12 წლის მანძილზე იყო ბევრი წარმატება, სიხარული და დაუვიწყარი წუთები.

ხშირად გაგახსენდებათ ეს წლები, თქვენი სკოლა, კლასის ოთახი, თქვენი მასწავლებლები და სკოლის მეგობრები, მაგრამ წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება გელით.

გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ ბედნიერებას, დასახული მიზნების ასრულებას. წარმატებები!“ - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203