ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლემ საგანმანათლებლო კონკურსში გაიმარჯვა
25-05-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, გიორგი მოსულიშვილი სოციალურ-პოლიტიკური თემატიკის კონკურსის 5 გამარჯვებულს შორის მოხვდა.
კონკურსი თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
სკოლის მოსწავლეთა თვითთმართველობა და დირექცია გიორგი მოსულიშვილს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.