ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „ბოშები სკოლაში“ მიმდინარეობს
25-05-2021
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში პროექტი „ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები - ბოშები სკოლაში“ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იმართება. სასკოლო საზოგადოების, ბოშებისა და მათი მშობლების განსაკუთრებული მოწონება ბოშათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულმა ღონისძიებამ დაიმსახურა. ასევე, აღსანიშნავია მხატვრული კითხვის საღამო, კალიგრაფიის კონკურსი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი საინტერესო დამატებითი გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
სკოლის ინფორმაციით, დაგეგმილია კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნა. მასში აქტიურადაა ჩართული სკოლის სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე.
პროექტი ლიდერობის ექსპერტ თამაზ ცხადაძის მხარდაჭერით იმართება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია