ალმატის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პოსტერები შექმნეს
25-05-2021
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის თემატიკაზე პოსტერები, პლაკატები და ილუსტრაციები შექმნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა გარემოს დაბინძურებასა და სხვა ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ აღნიშნეს, რომ დედამიწა „ცოცხალი არსებაა“, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.