„როგორ დავგეგმო პროფესია სკოლის ბაზაზე?“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი ჩატარდა
25-05-2021
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ინლისური ენის მასწავლებლის, ეკა სეფიაშვილის ორგანიზებით, Teams-ის ონლაინ პლატფორმაზე, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო სემინარი ჩატარდა თემაზე: „როგორ დავგეგმო პროფესია სკოლის ბაზაზე?“.
სემინარს მოწვეული HRM კონსულტანტი, ეკა ბარამიძე უძღვებოდა.