ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
25-05-2021
სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ღონისძიება საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.