ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ვერულიძემ ფარიკაობის ტურნირზე II ადგილი დაიკავა
25-05-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, გიორგი ვერულიძემ თენგიზ მორჩილაძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირზე ფარიკაობაში II ადგილი დაიკავა.
ბათუმის სასპორტო სკოლამ მოსწავლე სიგელითა და მედლით დააჯილდოვა.
სკოლა გიორგის გამარჯვებას ულოცავს და მომავალ წარმატებებს უსურვებს.