„გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში“- ზედა საზანოს საჯარო სკოლის დირექცია XII კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
25-05-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის დირექცია XII კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა. ბოლო ზარი კურსდამთავრებულებისთვის და პედაგოგებისთვის ერთნაირად ემოციური იყო.

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებო, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე...

წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე. გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. 
წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით“, - წერია დირექციის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203