კურსების საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ხელოვნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
25-05-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში ხელოვნებასა და ქართულში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა თემაზე „ვსწავლობთ ირმა მალაციძის მოთხრობებს“. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა განიხილეს საბაშვო მწერლის მოთხრობები - „თეთრი დათვი და ფერადი ყინულოვანი ოკეანე“ და „კუსუნას ციხესიმაგრე“. სკოლის აღსაზრდელებმა იმსჯელეს მხატვარ-კარიკატურისტ ზაალ-სულაკაურის ნამუშევრებზეც.

მათ პერსონაჟები - თეთრი ბელი და კუსუნა ერთმანეთს შეადარეს და მათი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები გამოკვეთეს.

საგაკვეთილო პროცესს მასწავლებელი, თინათინ გიორგაძე უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203