ორჯის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები ღონისძიებით გააცილეს
25-05-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა. სკოლაში ასევე გაიმართა ღონისძიება კლასის დამრიგებლის, ლუსინე პაპოიანის ორგანიზებით.

„ღონისძიება მშვიდ გარემოში, პანდემიასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით ჩატარდა. ღონისძიება მოიცავდა გამოსამშვიდობებელ სიტყვებს, რომელსაც თან ახლდა ემოციური განწყობა.

მეთორმეტე კლსელებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს და სკოლის ყველა თანამშრომელს. მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატება უსურვეს სკოლის დირექტორმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა.

თავის ემოციური მილოცვითა და სააღმზრდელო რჩევებით გააცილა დამრიგებელმა, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლუსინე პაპოიანმა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203