
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის მე-3 კლასში მასწავლებელმა, თეა ნოზაძემ ინგლისურ ენაში საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა.
პედაგოგმა მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო რესურსი და ვიზუალური მასალა შესთავაზა.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
გაკვეთილი ახალი სქემის ფარგლებში ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები