ორჯის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე აფიშები შექმნეს
25-05-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ქართული, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე აფიშები დაამზადეს და კლასში წარადგინეს.
მე-5 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა მარიანნა მაკოიანმა საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა. მოსწავლეებმა ისწავლეს აფიშებს დამზადება და დაამზადეს თავიანთი საყვარელი ზღაპრებისა და მულტფილმების აფიშები.
აფიშების დამზადების შემდეგ მოსწავლეებმა ისინი კლასში წარადგინეს და საყვარელ ზღაპრებსა და მულტფილმებზე ისაუბრეს. მოსწავლეები გაკვეთილზე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ ძალიან უყვართ შემოქმედებითი დავალებების შესრულება და სხვადასხვა რამის დამზადება/შექმნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს