ძევრის საჯარო სკოლაში „სალამურას თავგადასავალი“ დადგეს
25-05-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა სამსახიობო შესაძლებლობები გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
წარმოდგენის რეჟისორი კლასის დამრიგეველი, ლალი ჯანაშია იყო.