სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მუსიკაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებს მუსიკაში საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
გაკვეთილის თემა აქტიური და პასიური დასვენება იყო.
მოსწავლეებმა ონლაინპლატფორმა Scratch-ის გამოყენებით შექმნეს პასიური და აქტიური დასვენების მაგალითები.
საგაკვეთილო პროცესს მუსიკის მასწავლებელი, შორენა მაღლაკელიძე უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები