სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მედიაწიგნიერების პროექტში მონაწილეობდნენ
25-05-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მედიაწიგნიერების პროექტში მონაწილეობდნენ.
სკოლის ინფორმაციით, ბოლნისის ენის სახლმა პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ ფარგლებში დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. პროექტი TRANSITION -ის პროგრამისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსდა.
ღონისძიების შემდგომ სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები სიგელებით დაჯილდოვდნენ, განსაკუთრებული მადლობის სიგელი კი სკოლის დირექტორს, ინგა მიქელაძეს გადაეცა.