
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობნენ და საუკეთესო სურვილები უსურვეს.
„ჭარნალის საჯარო სკოლა ულოცავს მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას. ჯანმრთელობას, წინსვლას, წარმატებას, ბედნიერ და სიხარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
მე-12 კლასელებმა სკოლასთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში ჩაატარეს. ეს დღე დაუვიწყარი იყო მათთვის.
იხილეთ ფოტოები