გაიცანით, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის საამაყო მოსწავლე ბარბარე სირბილაძე, რომელიც izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის
25-05-2021

გაიცანით, ნიჭიერი, სწავლის მოყვარული - ბარბარე სირბილაძე, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის საამაყო მოსწავლე! ბარბარე izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის.

„ბარბარე მათემატიკურ საკითხებსაც წარმატებით ართმევს თავს, რადგან ამაში ნიჭიერია. ცოტა ჩქარია, ამიტომ გვერდით ვუზივარ და არ ვაძლევ აჩქარების საშუალებას. დაუკვირდი-მეთქი, სულ ამას ვეუბნები. უცებ უნდა, რომ გასცეს პასუხი კითხვას.
მისი ჰობი არის სპორტი... ფეხბურთი, კალათბურთი, ხატვა.

ჰყავს ძმა, უყვარს ბიჭებთან ფეხბურთის თამაში.  სკოლაში არის ნიჭიერი და მოუსვენარი ბავშვი. ტესტებში მოსწონს ლოგიკური აზროვნების განმავითარებელი კითხვები. იმიტომ ვურჩევდი ამ პროექტში ყოფნას მოსწავლეებსო, რომ, უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებენო“, - ამბობს მისი მშობელი.

20 მაისს izrune.ge-ზე ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის დღე იყო.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203