კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მართავს მასწავლებელთა კონფერენციას, რომლის თემაა - „ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში.“
კონფერენციის მიზნები:
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარება;
- საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგთა საქმიანობის სტიმულირება;
- პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
- პედაგოგთა კვლევითი საქმიანობის საგნობრივ სტანდარტთან, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან თავსებადობა და რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.
მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებს;
- კონფერენციის თემატიკა შეუზღუდავია, თუმცა ამავე დროს სასურველია მისი თავსებადობა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და საგნობრივ სტანდარტებთან;
- კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი;
- ერთი მონაწილის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი ან გუნდური ნამუშევრები არ განიხილება;
- კონფერენციის მონაწილის ნაშრომის პრეზენტაცია - 10 წუთი, დებატები - 5 წუთი.
თეზისი და სრული ნაშრომი უნდა შესრულდეს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
- თეზისში წარმოდგენილი უნდა იყოს სახელწოდება, საკითხის ფორმულირება, აქტუალურობა, კვლევის სიახლე, მიზნები, ამოცანები, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგების ღირებულება და პრაქტიკული გამოყენება.
- თეზისი უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 300 სიტყვისგან.
- საკითხის აქტუალურობა: რამდენად მნიშვნელოვანია მოცემული საკითხი განათლების სისტემისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ კვლევები, ანგარიშები, რეკომენდაციები და ა.შ.;
- თემის ინოვაციურობა და შემოქმედებითი მიდგომა;
- ნაშრომის სიახლე და პოტენციური წვლილი არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაში;
- ნაშრომის ტექნიკური გამართულობა: აბსტრაქტი დაწერილი უნდა იყოს აკადემიური ენით, სათაური უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს, აბსტრაქტის შემადგენელი ნაწილები ლოგიკურად უნდა ებმებოდეს ერთმანეთს.
შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: teachersconference@ciu.edu.ge
სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ დანართად (დანართი N 1)
- კონფერენციის სრულ ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს თეზისში მოცემული საკითხების ვრცელი ვერსია და გამოყენებული ლიტერატურა. სრული ნაშრომის წინასწარ გადმოგზავნა სავალდებულო არ არის.
- თეზისისა და სრული ნამუშევრის ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტის შრიფტი - Sylfaen; ზომები - ნაშრომის სახელწოდება - 14 Bold, ძირითადი ტექსტი - 12, ინტერვალი - 1.5.
სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
14.01.2018 კონფერენციის სარეგისტრაციო განაცხადისა და თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადა;
22-23.01.2018 თეზისების განხილვის შედეგად, აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
09.02.2018 კონფერენციის გახსნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ავტორსა და ხელმძღვანელს მარინა უგულავას შემდეგ ნომერზე: 577211444