„წარმატებულ მომავალს გისურვებთ ახალგაზრდებო“ - დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
25-05-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და საუკეთესო სურვილებით ემშვიდობება.

კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციების გამო სკოლაში ბოლო ზარი ღია სივრცეში ჩატარდა.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებო, პედაგოგებო, მშობლებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს მშობლიურ სკოლას დაემშვიდობენ ჩვენი მე-12 კლასელები...

სკოლის დამთავრებას გილოცავთ ჩვენო მშვენიერო და საყვარელო მოსწავლეებო დღე, რომელიც თქვენ ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი, ბედნიერი და ლამაზია, უამრავ წარმატებას, ნათელ მომავალს,  ჯანმრთელობას და წინსვლას გისურვებთ, დღეიდან თქვენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ვიცი წარმატებით გაივლით ამ გზას და თქვენ ღირსეულ ადგილს  დაიკავებთ ცხოვრებაში...

კიდევ ერთხელ გლოცავთ და გისურვებთ: მზით და სინათლით გაჩახჩახებული ცა დაგნათოდეთ მუდამ,  წარმატებულ მომავალს გისურვებთ ახალგაზრდებო“, - წერია დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203