ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა ცხვედიანმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში წარმატება მოიპოვა
25-05-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე, ნანა ცხვედიანი სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიების - ,,საქართველოს პირველობა მაგიდის ჩოგბურთში" გამარჯვებულ სამეულში მოხვდა.
მოსწავლე ტურნირში ჭყვიშის სკოლის სახელით ასპარეზობდა და შეჯიბრების ყველაზე პატარა მონაწილე იყო.
სკოლის ინფორმაციით, ნანა ცხვედიანი უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული სპორტულ ცხოვრებაში,დაინტერესებულია მაგიდის ჩოგბურთით და ამ სფეროში მრავალი წარმატებაც აქვს მოპოვებული.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია