ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა,ნრომლის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი, ირინე ხუციშვილი იყო.
ვიქტორინას ჟიურის წევრები ნინო კეკენაძე და მარინე ჯაჯანიძე იყვნენ, რომლებმაც გამარჯვებული გუნდი გამოავლინეს.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სამომავლოდაც გაიმართოს მსგავსი ვიქტორინები.