„ამინდი სხვადასხვა ქვეყანაში“ - ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
24-05-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისური ენის პედაგოგმა ქეთი ტივიშვილმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა მეოთხე კლასში.

„მეოთხე კლასში ჩატარდა ინგლისურის გაკვეთილი თემაზე: „ამინდი სხვადასხვა ქვეყანაში“. ახალგაზრდა და ენერგიულმა მასწავლებელმა ქეთი ტივიშვილმა საინტერსოდ წარმართა საგაკვეთილო პროცესი. მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნის ცოდნა და საჭირო უნარ-თვისებები. ხალისიანი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის ბარათებზე მუშაობა. ისინი დიდი ინტერესით ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში, ბავშვები კითხულობდნენ სიტყვებს, თარგმნიდნენ და დაფაზე შესაბამის სვეტში წერდნენ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე. მადლობა ქეთი მასწავლებელს და მის პატარებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203