„წინ უფრო საინტერესო ცხოვრება გელით“ - თბილისის N49 საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
24-05-2021
„სკოლამ მოგცათ გასაღები იმისა, თუ როგორ უნდა იყოთ წარმატებული, გამორჩეული და სასახელო ადამიანები“ - თბილისის N49 საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ეს დღე სევდანარევ სიხარულს, ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობებას, ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას და უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს.
სკოლამ მოგცათ გასაღები იმისა, თუ როგორ უნდა იყოთ წარმატებული, გამორჩეული და სასახელო ადამიანები. დარწმუნებული ვარ ლამაზი იყო თქვენი სასკოლო ცხოვრება,წინ კი უფრო საინტერესო ცხოვრება გელით“, - ვკითხულობთ სკოლის დირექტორის, ეკა ცაავას მილოცვაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია