ძველი სენაკის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა
24-05-2021
ქართული ენის კვირეულის დღეებში არნოლდ ჩიქობავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

მომხსენებელმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ინგა ზარანდიამ ისაუბრა ქართული ენის ფენომენზე, ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურებზე, ქართული ენის ადგილზე მსოფლიო ენათა შორის.

„ღონისძიება გაჯერებული იყო მრავალფეროვანი რესურსით, მოსწავლეებმა: ლიზი ჯინორიამ, თეკლე ვაჩაძემ და უშანგი ჩიქობავამ მხატვრულად წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები ქართული ენის შესახებ. ღონისძიებაზე ძალიან საინტერესო მასალა წარმოადგინა მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ უშანგი ჩიქობავამ „სლაიდ შოუს“ სახით. ღონისძიების დასასრულს მასწავლებელმა შემოგვთავაზა აქტივობა - არა ბარბარიზმებს! - „ფლიფჩარტზე“ დაწერილი ბარბარიზმები უნდა ჩაგვესწორებინა ქართულ ენაში დამკვიდრებული შესატყვისი ფორმებით. ღონისძიება დასრულდა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, რომელიც ერთხმად დავაგუგუნეთ. ეს ღონისძიება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ მოვალე ვართ გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და თაობიდან თაობას გადავცეთ ის სამი განძი, რომლებიც წინაპრებმა დაგვიტოვეს: მამული, ენა, სარწმუნოება“, - აღნიშნავს პედაგოგი ლიზი ჯინორია.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203