„დედამიწაზე ზრუნვა ყოველი ჩვენთაგანის ვალია“ - ალმატის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
24-05-2021
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა მიირეს ინფორმაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ. შექმნეს ნახატები და სხვადასხვა ტიპის აქტიოვობებით დაკავდნენ.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ჩვენი ვალდებულებაა მოვუაროთ გარემოს, შევზღუდოთ ისეთი ქმედებები, რითაც ზიანს მივაყენებთ ჩვენს პლანეტას.

„დედამიწა ტრიალებს
და ბურთივით მრგვალია,
მასზე ზრუნვა ყოველი
ჩვენთაგანის ვალია...“ 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203