„გახსოვდეთ თქვენი მასწავლებლები, რომლებიც თქვენზე ზრუნავდნენ“ - სენაკის N2 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობა
24-05-2021
სენაკის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

სკოლის დირექცია და პედკოლექტივი კურსდამთავრებულებს მომავლის გზას ულოცავს და მათ ბედნიერებას უსურვებს.

„ჩვენო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთვრებას!

ხვალიდან თქვენ ახალი ცხოვრება გეწყებათ, მინდა გისურვოთ, რომ ეს გზა თქვენთვის ბედნიერი, წარმატებული, ფართო, მზიანი, სიყვარულითა და გამარჯვებებით სავსე იყოს.

იყავით კეთილშობილები, მოტივირებულები, საქმიანები, მომთმენები, მზრუნველები, სამშობლოსადა ოჯახის მოყვარულები.

დათესეთ სიყვარული და სიხარული ირგვლივ, მაშინ თქვენი ცხოვრებაც ბედნიერი იქნება.

გახსოვდეთ სკოლა, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილი გაატარეთ, გახსოვდეთ თქვენი მასწავლებლები, რომლებიც თქვენზე ზრუნავდნენ, იცხოვრეთ ისე, რომ თქვენმა მშობლებმა და სკოლამაც იამაყოს თქვენი კარგი საქმეებით“ - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203