ჯუგაანის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს კლასის დამრიგებელი მაია მატიაშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს
24-05-2021
სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს კლასის დამრიგებელი მაია მატიაშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.
კლასის დამრიგებლის მაია მატიაშვილის მილოცვას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო საყვარელო XII კლასელებო, მინდა მოგილოცოთ სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. თქვენ ხართ მომავალი თაობა, რომელმაც დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და გაბრწყინებაში. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს მომავალში, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენთვის სასურველი პროფესიის დაუფლებას“ - აღნიშნავს პედაგოგი მილოცვაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია