„მადლობა გაწეული შრომისთვის“- დარკვეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეთა მშობლების მადლობის წერილი დირექტორსა და პედაგოგებს 
24-05-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეთა მშობლები სკოლის დირექტორს დარიკო ხვედელიძეს და პედაგოგებს მათი შვილების განათლებაში ჩადებული შრომითვის მადლობას უხდიან. 

„დარკვეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მშობლების სახელით დიდ მადლობას ვუხდით ამავე სკოლის დირექტორს უთბილეს და უსაყვარლეს ქალბატონ დარიკო ხვედელიძეს პატივცემულ ნუგზარ ხვედელიძეს და თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისათვის, რაც ჩვენი შვილებისთვის გააკეთეთ. დარწმუნებულები ვართ იმაში რომ ჩვენი შვილების წარმატება ისე გაგახარებთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს. უღმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის, გვიყვარხართ, გაფასებთ და გეფერებით დიდი მოწიწებითა და პატივისცემით მე-12 კლასის მშობლები“,- აღნიშნულია მშობელთა მადლობის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203