„წარმატებულებს გევლოთ“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლამ მეთორმეტეკლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე დიდი სიყვარულით გააცილა
24-05-2021
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერაგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

დიდი სიყვარულით გააცილა კურსდამთავრებულები იოსებ ოცხელის სახელობის, ქუთაისის N2 საჯარო სკოლამაც: „გავაცილეთ ჩვენი მეთორმეტეკლასელები. სიხარულს, სიყვარულსა და სიცოცხლის მშვენიერებას რომ შეგაგრძნობინებენ მთელი ძალით, იმ მოსწავლეებს დავულოცეთ ცხოვრების ახალი გზა.

ჩვენი სკოლის, მასწავლებლებისა და თქვენი თანატოლების სახელით, წარმატებულებსა და სიკეთით სავსეებს გევლოთ თქვენს სავალ გზაზე“,- აღნიშნულია იოსებ ოცხელის სახელობის, ქუთაისის N2 საჯაარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203