ცოდნისკარის საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების დღე აღინიშნა
24-05-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების დღე აღინიშნა.
კლუბ „ციფრული ტექნოლოგიის ელჩების“ წევრები, მე-5 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან, ციური პაქსაშვილთან და კლუბის ხელმძღვანელთან, ხათუნი ასანიძესთან ერთად ლეგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრნენ. მათ მასპინძლობა ორგანიზაციის თანამშრომლებმა - ეკატერინე ოგიენკომ და ზაქრო ტოროშელიძემ გაუწიეს.
მოსწავლეებმა ბიომრავალფეროვნების შესახებ ღია სივრცეში საინტერესო ლექცია-სემინარი მოისმინეს. მათ გაიგეს, რომ ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვის მიმართულებით რამდენიმე მნიშნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა ტყის უკანონო ჭრის, უკანონო ნადირობისა და თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, ტყის მოვლა-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება, დაცული ტერიტორიების გაფართოება, მდინარეების გათევზიანება, კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობის მოწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.