„თქვენ ხართ თაობა, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის“ - რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობა
24-05-2021
„არასოდეს დანებდეთ და იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის“ - ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი, ნელი ლიქოკელი 2021 წლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და სამომავლო წარმატებებს უსურვებს.

„მიუხედავად გამოწვევებისა, ეს დღე მაინც შედგა. ხვალიდან უფრო დიდ გამოწვევებს შეეჭიდებიან ეს ახალგაზრდები! 
ასეთივე ღიმილით დაძლევენ ახალ დაბრკოლებებს და ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საზოგადოებაში!

„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისაო“, ჩემო ძვირფასებო,
დღევანდელი თქვენი „ვარსკვლავები“ ყოფილიყოს მომავალი  წარმატებების საწინდარი. თქვენ ის თაობა ხართ, ვინც შეცვლის  სამყაროს უკეთესობისკენ!

მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისს გილოცავთ „გოთუელებო“ - სპორტსმენებო, შემოქმედებო, ჩემო პატარა და დიდო მეგობრებო. გისურვებთ გაგეკეთებინოთ ყველაზე კარგი არჩევანი იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერები, კეთილი საქმეებით დაიპყარით მწვერვალები, არასოდეს დანებდეთ და იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის.

როცა ააგებთ სულის სამრეკლოს, 
დაგელოდებით,მოგეფერებით სკოლის კედლებში.

მჯერა, მეამაყებით და მიყვარხართ“. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203