„ცრემლიც კი მადგება თვალებზე“ - მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური დამშვიდობება სკოლის კურსდამთავრებულებთან
24-05-2021

„ხვალ არც ერთი მეთორმეტეკლასელი არ შემოაღებს სკოლის კარებს, არ გვეტყვის დილამშვიდობისას“ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი, თემურ მიქალაძე მე-12 კლასის მოსწავლეებს ემოციური წერილით ემშვიდობება.

„წლები მიქრის ,თაობები მოდის, თაობები მიდის .გულდასაწყვეტია, როცა მე-12 კლასის მოსწავლეები მიდიან სკოლიდან, რაღაც სხვა გარემო რჩება სკოლაში. ცრემლიც კი მადგება თვალებზე. ხვალ არც ერთი მეთორმეტეკლასელი არ შემოაღებს სკოლის კარებს, არ გვეტყვის დილამშვიდობისას, ვერ გავეხუმრებით ერთმანეთს.

ის სიყვარული, რომელსაც ყოველწლიურად მეთორმერტეკლასელები ტოვებენ, არასდროს დამავიწყდება, თუმცა სასიხარულო ისაა, რომ ეს ადამიანები გადადიან ერთი საფეხურით წინ და ხდებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.ღმერთი გფარავდეთ“, - წერს დირექტორი მისალოც წერილში.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203