„ინერციის გასამართლება“ - ბათუმის N18 საჯარო სკოლაში გაკვეთილ-სპექტაკლი გაიმართა
24-05-2021
ბათუმის N18 საჯარო სკოლაი VIIგ კლასში ფიზიკის მასწავლებელმა, ვენე აბუსერიძემ ჩაატარა გაკვეთილ-სპექტაკლი თემაზე - „ინერციის გასამართლება“.
გაკვეთილი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მაგალითებს, მოსწავლეების წარმოდგენილი სპექტაკლი კი ორიგინალურობით გამოირჩეოდა - ფიზიკური მოვლენის, ინერციის დადებითი და უარყოფითი მხარეები გათამაშებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ წარმოაჩინა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ მოირგეს სხვადასხვა როლი. მათ სიმღერები და ცეკვებიც შეასრულეს.