
ჯემალ ნოღაიდელის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ემოციური წერილით ულოცავენ.
„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას. თქვენ, ბავშვობის ყველაზე ლამაზი წლები, ჩვენთან ერთად გაატარეთ.
გვჯერა, იპოვით საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. წინ შემეცნების, სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელოდებათ.
გისურვებთ, წარმატებებს. იყავით ჩვენი ქვეყნის საიმედო და საამაყო შვილები. უფლის დალოცვილი გზით გევლოთ“- აღნიშნულია წყავროკას საჯარო სკოლის პედაგოგთა მისალოც წერილში.