„მხატვრული ლიტერატურის როლი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებაში“ -დედოფლისწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს
24-05-2021

დედოფლისწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თემაზე - „მხატვრული ლიტერატურის როლი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებაში“ ერთობლივი ღონისძიება გამართეს. 

„საინფორმაციო საშუალებათა სიმრავლემ და დროის დეფიციტმა ახალგაზრდები წიგნს დააშორა. ამ პრობლემის გადაჭრა თავისებურად მოაგვარეს დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლის 5-6 კლასის მოსწავლეებმა( მასწ.ლია ქადაგიძე). 

სასწავლო წლის დაყებიდან დღემდე კვირის ყოველ პარასკევს აწყობენ საჯარო კითხვას. გამოცდილების გაზიარების მიზნით გადაწყვიტეს, 27 აპრილს ერთობლივი ღონისძიება მოეწყოთ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად (მასწ.ეთერ ალადაშვილი) საინტერესო აღმოჩნდა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა  პრინცის“ საჯარო განხილვა. თემაზე: „მხატვრული ლიტერატურის როლი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებაში“. მონაწილე ბავშვებმა წარმოადგინეს წიგნიდან საინტერესო ეპიზოდები, წარმოსახვით შექმნილი ილუსტრაციები, კომიქსები, ბუკლეტები, მთავარ პერსონაჟთან მინაწერი ემოციური წერილები, საინტერესო, ცხოვრებისეული გამონათქვამები ტექსტიდან, მოამზადეს პრეზენტაციები და კედლის გაზეთები.

შეხვედრის მიზანი მიღწეულია, რადგან მოსწავლეებმა გაიაზრეს არამხოლოდ წიგნის როლი, ისწავლეს ჯგუფებთან ეფექტური მუშაობა და საერთო მიზნების მისაღწევად პასუხისმგებლობის გაზიარება. განმტკიცდა კავშირი ორ სკოლას შორის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203