ნინოწმინდის საჯარო სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები გააცილეს
24-05-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში დამრიგებლის, მანანა კემულაშვილის ხელმძღვანელობით მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოკრძალებული „ბოლო ზარი“ ჩაატარეს.
ღონისძიებას სკოლის პედაგოგები და სკოლის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი მათ გზა დაულოცეს და წარმატებული ცხოვრება უსურვეს.
დამრიგებელმა მოსწავლეების სკოლის დამთავრება ვიდეოებით მიულოცა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია