
გაგაცნობთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის, ხელოვნების მასწავლებლის მიერ აღმოჩენილ მე-6 კლასის მოსწავლეს თორნიკე კოჩალიძეს. მოსწავლეს, რომელიც უბრალო მეორად ნივთს, ულამაზეს ნამუშევრებად აქცევს.
ხელოვნების გაკვეთილზე, როდესაც მოსწავლემ წარადგინა, მის მიერ საინტერესოდ შესრულებული კომპლექსური დავალება - მხატვრის სახელოსნო დიორამის სახით, მასწავლებელმა სთხოვა, სხვა მოსწავლეებისთვისაც გაეზიარებინა თავისი შემოქმედება და მოტივაციის მიმცემი გამხდარიყო.
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში 29 აპრილს მოეწყო თორნიკე კოჩალიძის ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლის ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლის მშობელმა მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს და ხელოვნების მასწავლებელს თორნიკეს ამ უნარის წარმოჩენისთვის.
იხილეთ ფოტოები