
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა შორენა კაკაბაძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა. პანდემიის გამო, სკოლაში ბოლო ზარი მოკრძალებულად აღინიშნა.
„დღეს სკოლის კედლებიდან გაგაცილეთ. მოკრძალებული, თუმცა ძალიან ლამაზი „ბოლო ზარი“ დავრეკეთ. გზასავალს დაგილოცავთ! მუდამ ეხმიანოს წარმატების ზარებს თქვენთან“, - აღნიშნულია დირექტორ შორენა კაკაბაძის მისალოც წერილში.