„გისურვებთ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას, გამარჯვებას!“-ქუთაისის N12 სკოლის პედაგოგები მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ
24-05-2021

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ. პედაგოგებმა გზა დაულოცეს საყვარელ მოსწავლეებს და წარმატებული მომავალი უსურვეს.

„ქუთაისის N12 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებო! 

გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყებას, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები – უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით. დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, იმედია, საგზლად გაგყვებათ თქვენი მასწვლებლების სითბო, სიყვარული, სიკეთე, სკოლაში მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევები.  გვჯერა, თითოეული თქვენგანი იქნებით ჩვენი სკოლის, ქვეყნის გულშემატკივარი, 21-ე საუკუნის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ეროვნული თვითშეგნების მქონე ადამიანები. გისურვებთ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას, გამარჯვებას!

სიყვარულითა და პატივისცემით, სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203