საყუნეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება საზეიმოდ მორთულ ეზოში აღნიშნეს
24-05-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება მოკრძალებულად ჩატარდა.
მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება ღია ცის ქვეშ, სკოლის მორთულ ეზოში ტკბილეულით აღნიშნეს. მათ ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და მასწავლებლებს გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეების გამოსამშვიდობებელი საღამო ემოციური იყო მასწავლებლებისთვისაც. მათ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებული ცხოვრება უსურვეს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია