„გისურვებთ წარმატებებს ჩვენო თვალხატულა მერცხლებო!“ - ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები მეთორმეტეკლასელებს დაემშვიდობნენ
24-05-2021

ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის სკოლის დირექტორი ამირან ელიავა, სკოლის ადმინისტრაცია და დამრიგებელი ინგა ხვედელიძე XII კლასს დაემშვიდობნენ. მასწავლებლებმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

„ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი, გაცისკოვნებულლი სახეები, თვალცრემლიანი მასწავლებლები...

ბოლო ზარი, ეს დღე ხომ ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიური სკოლის კედლებს, კლასს, მერხს, მასწავლებელს, თანატოლებს და გული გწყდება, ბავშვობის ლამაზ სავანესთან გამომშვიდობების გამო, მაგრამ ამავე დროს გიხარია, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც.

დიახ, დღეიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რადგან თქვენ უკვე დამოუკიდებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ ცხოვრების სავალ გზაზე, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე.

გისურვებთ წარმატებებს ჩვენო თვალხატულა მერცხლებო, დაე, თქვენი ყველა მოლოდინი გაგმართლებოდეთ!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203