
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორს ერეკლე ჯიქიას თანამშრომლები და მოსწავლეები იუბილეს ულოცავენ.
„დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და დამხმარე პერსონალი, დირექტორს, უკეთილშობილეს, ყურადღებიან და ყველასათვის საყვარელ ადამიანს, ბატონ ერეკლე ჯიქიას იუბილეს ულოცავენ და უსურვებენ წარმატებებს იმ საპატიო საქმეში, რასაც მუხლჩაუხრელად ემსახურება.
ასეთი მშრომელი, პროფესიონალი ადამიანები, უფალმა უმრავლოს ერს და ცოდნის ტაძარს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
Etaloni.ge უერთდება მილოცვას და ბატონ ერეკლე ჯიქიას ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.