
კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ქოჩიაშვილი მე-12 კლასის მოსწავლეებს სიყვარულითა და თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა. კურსდამთავრებულებისთვის ბოლო ზარის დღე ერთდროულად სასიხარულო და სევდიანი იყო.
„გილოცავთ ბავშვებო სკოლის დამთავრებას!
სამშობლოსა და უფლის სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით და სიკეთის კეთებით გაგევლოთ ცხოვრების ლამაზი წლები. სიყვარულით ვერა ქოჩიაშვილი“, - წერია დირექტორის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო