ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ევროპული სტანდარტებით კეთილმოწყობილ შენობაში ისწავლიან
24-05-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ევროპულ სტანდარტებით კეთილმოწყობილ შენობაში ისწავლიან.
„ახალ, 2021-2022 სასწავლო წელს ახალმოსახლეობას იზეიმებენ ერკეთელი მოსწავლეები და პედაგოგები, ევროპულ სტანდარტებით კეთილმოწყობილი სველი წერტილები, სამზარეულო, ფართო და ნათელი საკლასო ოთახები, სპორტული მოედანი, სსსმ პირებისათვის განკუთვნილი პანდუსი და სხვა მომსახურება, ახალი ავეჯი და კომპიუტერები, ბიბლიოთეკა, სკოლის ექიმის ოთახი, კაბინეტ-ლაბორატორიები, ცენტრალური გათბობა, დიდი და გამწვანებული ეზო - ეს ყველაფერი ქმნის კომფორტულ გარემოს და ხელს უწყობს სასწავლო პროცესს. უკვე ჩვენთანაც სწავლებისა და აღზრდის საუკეთესო პირობებია. ველოდებით ახალ შევსებას!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს