გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ნუშების თოვლი“ გაიმარჯვეს.
გამარჯვებული მოსწავლეები არიან:
- ანანო სალთხუციშვილი - მე-8 კლასი;
- მარიამ ჯამასპაშვილი- მე-8 კლასი;
- ელენე თუშმალიშვილი -მე-11კლასი;
- ანი მჭედლიშვილი - მე-12 კლასი;
სკოლის ინფორმაციით, გარდაბნის მერიის კულტურის სამსახურმა, ნანა სამხარაძის წარმომადგენლობით მათ სერტიფიკატები გადასცა, ხოლო ანი მჭედლიშვილს საჩუქრად გადაეცა წიგნი, რომელშიც მისივე ნაშრომი დაიბეჭდა.
იხილეთ ფოტოები